გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის კულტურის სფეროში მოღვაწე ხელოვანები დააჯილდოვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზეთის კულტურის სფეროში მოღვაწე ხელოვანების დაჯილდოება გაიმართა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ ქართულ-აფხაზური კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დევნილ ხელოვანებს მადლობა გადაუხადა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად, ხანგრძლივი და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

„ღონისძიების ფარგლებში, დაჯილდოვდნენ: ანსამბლ „შავნაბადას“ პირველი გუნდის წევრი, მომღერალი კონსტანტინე ამაშუკელი, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „აფხაზეთის“ მუსიკოსი ივანე ტაბატაძე, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის კონცერტმაისტერი ირინე სიმონიანი და აფხაზეთის ქართული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის უფროსი თაობის ქორეოგრაფი სერგო გეგეჭკორი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა