საგამოძიებო კომისია - 30 ივნისის სხდომაზე პენიტენციური დაწესებულებიდან ჩართვაზე ნიკა გვარამიასა და მამუკა ხაზარაძეს წერილობით უარი აქვთ გაცხადებული, გიორგი ვაშაძის საბოლოო პოზიცია უცნობია

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის 30 ივნისის სხდომაზე პენიტენციური დაწესებულებიდან დაგეგმილია დაკავებული პოლიტიკოსების გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიასა და მამუკა ხაზარაძის ჩართვა, რაზეც ნიკა გვარამიასა და მამუკა ხაზარაძეს წერილობით უარი აქვთ განცხადებული. ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ამავე ცნობებით, რაც შეეხება გიორგი ვაშაძეს, მისი საბოლოო პოზიცია ამ დროისთვის უცნობია.

დღის წესრიგის მიხედვით, „სხდომაზე განხილული იქნება 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების საკითხი“.

„30 ივნისს, 10:00 საათზე საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება.

სხდომაზე განხილული იქნება 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების საკითხი.

სხდომაზე მოწვეულნი არიან ბატონები ვიქტორ დოლიძე და კონსტანტინე ჟღენტი. ასევე დაგეგმილია პენიტენციური დაწესებულებიდან ბატონების გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიასა და მამუკა ხაზარაძის ჩართვა, რაზეც ნიკა გვარამიასა და მამუკა ხაზარაძეს წერილობით უარი აქვთ განცხადებული. გიორგი ვაშაძის საბოლოო პოზიცია უცნობია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 27 ივნისს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. ამავე დღეს იგივე ბრალით დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე. მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. მანამდე, 24 ივნისს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. ვაშაძე პარტიის ოფისში დააკავეს. ამავე ბრალდებით, 23 ივნისს დააკავეს "ძლიერი საქართველოს" ორი ლიდერი - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. მათ სასამართლომ 8-8 თვიანი პატიმრობა შეუფარდა და აუკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. ასევე, 23 ივნისს, სასამართლომ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, მასაც აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია