აქციის მონაწილეებმა 4 ივლისს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში მარში დააანონსეს

რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა 4 ივლისს საპროტესტო მარში დააანონსეს.

მათი განცხადებით, მარში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაიმართება, რომლის მონაწილეები მსვლელობას პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყებენ და შემდეგ პარლამენტთან გადაინაცვლებენ.

„4 ივლისს, 19:00 საათზე, მარში გაიმართება აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. მსვლელობას პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დავიწყებთ და მოვალთ პარლამენტამდე ამერიკისა და საქართველოს დროშებით. კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ ჩვენს სტრატეგიულ მეგობრობას აშშ-სთან და გამოვხატავთ მხარდაჭერას „მეგობარი აქტის“ მიღებისთვის“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს