პაატა მანჯგალაძე პაპუაშვილს - ევროკავშირი კი არა, თქვენი ანტიქართული ქმედებებია ამ პროტესტების ორგანიზატორი!

ევროკავშირი კი არა, თქვენი ანტიქართული ქმედებებია ამ პროტესტების ორგანიზატორი! როცა რეჟიმი იწყებს ღია ბრძოლას ევროკავშირის წინააღმდეგ ცხადია, უკან რუსი დირიჟორი დგას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „გუშინ ქართველმა ხალხმა მშვიდად, ღირსეულად და ღიად უთხრა „არა“ დიქტატურას.“

„ევროკავშირი კი არა, თქვენი ანტიქართული ქმედებებია ამ პროტესტების ორგანიზატორი! როცა რეჟიმი იწყებს ღია ბრძოლას ევროკავშირის წინააღმდეგ ცხადია, უკან რუსი დირიჟორი დგას.

გუშინ ქართველმა ხალხმა მშვიდად, ღირსეულად და ღიად უთხრა „არა“ დიქტატურას. დღეს კი იმავე ხალხს ეძახით „ექსტრემისტებს“, „ევროკავშირის მიერ დაფინანსებულებს“. ეს ზუსტად რუსული პროპაგანდის ლექსიკაა - „დასავლელი აგენტები“, „ფინანსდებიან გარედან“, „ქვეყნის მტრები“.

ეს ბრძოლა 200 დღეზე მეტია გრძელდება! თქვენ კი იჭერთ და არბევთ ახალგაზრდებს; აბსურდული ბრალდებებით ატყვევებთ ლიდერებს; ბლოკავთ ევროკავშირის კარს; ჟურნალისტებზე ძალადობთ; იღებთ რეპრესიულ კანონებს.

და ამის შემდეგ თქვენ გვადანაშაულებთ ექსტრემიზმში? თქვენ ლაპარაკობთ მშვიდობაზე?

დაფიქრდით მართლა რას დაგამსგავსათ ივანიშვილმა!“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს