კახა კალაძე - იტალიაში ჩვეულებრივი პასპორტით წავედი, ვიზით არ წავსულვარ, საიდან მოიტანეთ, რომ ვერ შევდივარ - ხვალაც ევროპაში მივდივარ

[მილანში] ჩვეულებრივი პასპორტით წავედი. ვიზით არ წავსულვარ- საიდან მოიტანეთ, რომ ვერ შევდივარ, მაგალითად, ხვალაც ევროპაში მივდივარ, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ კითხვას: იტალიაში დიპლომატიური პასპორტით იმყოფებოდა, ვიზით, თუ ჩვეულებრივი პასპორტით.

კითხვაზე, აწუხებს თუ არა სანქციების ქვეშ ყოფნა, კალაძე აღნიშნავს, რომ როდესაც საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მისთვის და მისი თანაგუნდელებისთვის არის სამშობლო.

„ეს არის საქართველოს ინტერესების დაცვა, ქვეყნის ინტერესების გატარება. ყველამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ უნდა გაითავისოს, რომ საქართველო უპირველეს ყოვლისა“,- აღნიშნა კალაძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა