საგამოძიებო კომისია ნიკა გვარამიას, გიორგი ვაშაძესა და მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას, ასევე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძისა და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ კომისიის სხდომაზე განმეორებით გამოკითხვაზე უარის გამო, პროკურატურას მეორედ მიმართავს.

შესაბამისი გადაწყვეტილება კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

კომისიის წევრები შეთანხმდნენ, რომ პოლიტიკოსების უარის გამო, დაეკმაყოფილებინათ კომისიის მოთხოვნა დღევანდელ სხდომაზე პენიტენციური დაწესებულებიდან ჩართვასთან დაკავშირებით, საქმე გადაიგზავნოს შემდგომი შეფასებისა და რეაგირებისთვის პროკურატურაში.

ცნობისთვის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის 30 ივნისის სხდომაზე პენიტენციური დაწესებულებიდან დაგეგმილი იყო დაკავებული პოლიტიკოსების გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიასა და მამუკა ხაზარაძის განმეორებით გამოკითხვა, რაზეც სამივე მათგანმა უარი წერილობით განაცხადა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე 24 ივნისს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. ვაშაძე პარტიის ოფისში დააკავეს. ამავე ბრალდებით, 23 ივნისს დააკავეს „ძლიერი საქართველოს" ორი ლიდერი - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. მათ სასამართლომ 8-8 თვიანი პატიმრობა შეუფარდა და აუკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. 13 ივნისს კი დააკავეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა