ჟან-ნოელ ბარო, იოჰან ვადეფული და დევიდ ლემი - ვგმობთ ირანის მუქარას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის მიმართ

საფრანგეთმა, გერმანიამ და გაერთიანებულმა სამეფომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის მიმართ მუქარა დაგმეს, რომელიც თეირანმა „სამსახურებრივი მოვალეობების ღალატში დაადანაშაულა“.

„საფრანგეთი, გერმანია და გაერთიანებული სამეფო გმობენ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორის, რაფაელ გროსის მიმართ მუქარას და კიდევ ერთხელ ადასტურებენ სრულ მხარდაჭერას სააგენტოს მიმართ. მოვუწოდებთ ირანის ხელისუფლებას, თავი შეიკავონ IAEA-სთან თანამშრომლობის შეწყვეტის ნებისმიერი ნაბიჯისგან. მოვუწოდებთ ირანს, დაუყოვნებლივ განაახლოს სრული თანამშრომლობა თავისი ვალდებულებების შესაბამისად და გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი IAEA-ს პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრების, ჟან-ნოელ ბაროს, იოჰან ვადეფულისა და დევიდ ლემის ერთობლივ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რაფაელ გროსიმ ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-სა და ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმები არ დაგმო და ამით მასზე დაკისრებულ მოვალეობას უღალატა. ამასთან, რამდენიმე დღის წინ ირანის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან ქვეყნის თანამშრომლობის შეჩერებას.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის