გიორგი შარაშიძე - რვა პარტია გადაწყვეტილად აპირებს ბოიკოტი გამოუცხადოს არჩევნებს, მაგრამ რა გზით მივლენ ივანიშვილის მოძალადე რეჟიმის დამარცხებამდე, გეგმა არ არსებობს - ჩვენ გადაწყვეტილებას არ ვცვლით და არც შევცვლით

გიდასტურებთ, რომ ჩვენ გადაწყვეტილებებს არ შევცვლით, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რითაც რვა ოპოზიციური პარტიის ერთობლივ განცხადებას ეხმაურება თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტთან დაკავშირებით.

როგორც გიორგი შარაშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებაში არ ჩანს გზა და ალტერნატიული გეგმა „რეჟიმის დამარცხებისთვის“.

„მათ გადაწყვიტეს, საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ, რომ ეს რვა პოლიტიკური პარტია გადაწყვეტილად აპირებს ბოიკოტი გამოუცხადოს არჩევნებს, მაგრამ რა გზით მივლენ ისინი ივანიშვილის მოძალადე რეჟიმის დამარცხებამდე, ეს გზა და ალტერნატიული გეგმა არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, მე ვერ გავიგე. ჩვენ გადაწყვეტილებებს არ ვცვლით. ვინც იცნობს ჩვენი პარტიის თანმიმდევრულობას, არავის არ უნდა ჰქონოდა იმის მოლოდინი, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტყიელბას შევცვლიდით. გიდასტურებთ, რომ ჩვენ გადაწყვეტილებას არ ვცვლით და არც შევცვლით.

მე ვერანაირიად ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ არჩევნებში მონაწილეობა დღეს არის რაიმე ფორმით თანამშრომლობა „ქართულ ოცნებასთან“. სრულიად საპირისპირო რეალობასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

რვა ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და უარს ამბობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე. შესაბამისი განცხადება ოპოზიციური პარტიების სახელით „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტთან წაიკითხა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ არსებულ რეალობაში საარჩევნო პროცესში მონაწილეობა არ მოემსახურება მოქალაქეების ინტერესებს და მხოლოდ "ლეგიტიმაციის ფასადს შეუქმნის უკანონო რუსულ რეჟიმს".

რვა ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ გამარჯვების გზა "რეჟიმთან სრულ ართანამშრომლობაზე გადის" და საქართველოს მოქალაქეებთან ერთად საერთო ეროვნულ წინააღმდეგობას აგრძელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს