ირაკლი ფავლენიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ყველა იმ ერთობაში, ბრძოლის წინა ხაზზე, სადაც რეჟიმს არ მივცემთ დიქტატურის გამყარების საშუალებას - სპეცოპერაციაში მონაწილეობა არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ უნდა მიიღოს

„ნაციონალური მოძრაობა“ მიესალმება ყველა ერთიანობას, სადაც რეჟიმს არანაირ ლეგიტიმაციას არ მივცემთ, ამიტომაც „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ყველა იმ ერთობაში, ბრძოლის წინა ხაზზე, სადაც ჩვენ რეჟიმს არ მივცემთ დიქტატურის გამყარების საშუალებას, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა რვა ოპოზიციური პარტიის საერთო განცხადებასთან დაკავშირებით.

ირაკლი ფავლენიშვილის მოსაზრებით, არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ უნდა მიიღოს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა.

„ნაციონალური მოძრაობა“ მიესალმება იმ ერთიანობას, რომელიც გახდა საფუძველი ელენე ხოშტარიას მიერ შიმშილობის შეწყვეტის. თავიდან, რა თქმა უნდა, ეს იყო მნიშვნელოვანი, რომ აუცილებლად უნდა ყოფილიყო მკაფიო, ერთიანი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენ ძალიან დიდი ხანია გვაქვს გაცხადებული პოზიცია, რომ არანაირ ლეგიტიმაციას, არანაირ ნორმალიზაციას ამ რეჟიმს არ მივცემთ, რადგან ამ ქვეყანაში აღარ ტარდება არჩევნები, ამაზე ყველა ივანიშვილის წინააღმდეგ მებრძოლი პარტია იყო შეთანხმებული და ეს შეთანხმება არ უნდა იქნას დარღვეული. უკან დასახევი ჩვენ არაფერი გვაქვს, უკან დასახევი აქვს რეჟიმს, ამიტომაც „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ყველა იმ ერთობაში, ბრძოლის წინა ხაზზე, სადაც ჩვენ რეჟიმს არ მივცემთ ნორმალიზების, სულის მოთქმის და დიქტატურის გამყარების საშუალებას, ამიტომ ბრძოლა ბოლომდე, სპეცოპერაციაში მონაწილეობა არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ უნდა მიიღოს და დარწმუნებული ვარ ყველასთვის კარგი გაკვეთილი იქნება, რომ შემოუერთდეს იმ რეალურ ერთობას, რომელიც შეიძლება შეიქმნას წინააღმდეგობის მოძრაობაში“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა