ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინმა დიპლომატიას უკვე თითქმის ნახევარი წელი მოპარა - რუსეთი ახალი ოპერაციებისთვის ემზადება, მათ შორის ევროპული ქვეყნების ტერიტორიაზე

რუსეთი ახალი ოპერაციებისთვის ემზადება, მათ შორის ევროპული ქვეყნების ტერიტორიაზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.

„პუტინმა დიპლომატიას უკვე თითქმის ნახევარი წელი მოპარა. რუსეთი თავის გეგმებს არ ცვლის და ამ ომიდან გასვლის გზებს არ ეძებს. პირიქით, ისინი ახალი ოპერაციებისთვის ემზადებიან, მათ შორის ევროპული ქვეყნების ტერიტორიაზე“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისი თქმით, რუსეთის „პრინციპს სისუსტის გამოყენება“ წარმოადგენს.

„მათ უნდა ნახონ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ისინი ყველგან შევაჩეროთ. ამიტომ, ევროპაში ჩვენი საერთო უსაფრთხოების არქიტექტურისთვის მეტი წარმოება, მეტი კოორდინაცია და ეფექტურობა გვჭირდება“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები