საავადმყოფოს დირექტორი - ისრაელის მიერ ღაზაში, კაფეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა და 75 დაშავდა

ღაზას პორტთან ახლოს მდებარე კაფეზე ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ალ-შიფას საავადმყოფოს დირექტორმა, დოქტორმა მოჰამედ აბუ სილმიამ განაცხადა.

მისი თქმით, დარტყმის შედეგად სულ მცირე 41 ადამიანი დაიღუპა და 75 დაშავდა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა CNN-ს განუცხადეს, რომ ინციდენტი „განხილვის პროცესშია“.

„ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჩრდილოეთ ღაზას სექტორში „ჰამასის“ რამდენიმე ტერორისტი დაბომბეს. დარტყმამდე გადაიდგა ნაბიჯები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საჰაერო მეთვალყურეობის გამოყენებით ზიანის რისკის შესამცირებლად“, - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

CNN-ის ინფორმაციით, ალ-ბაქას კაფე ცნობილი ადგილი იყო სტუდენტებისთვის, ჟურნალისტებისთვის და დისტანციურად მომუშავე ადამიანებისთვის.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები