„დიდი შვიდეული“, ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მისაღწევად, მხარეებს მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, მხარს უჭერენ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და მხარეებს ირანის ბირთვული პროგრამის საკითხზე მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებენ.

„მოვუწოდებთ მოლაპარაკებების განახლებისკენ, რაც გამოიწვევს ყოვლისმომცველი და მდგრადი შეთანხმების მიღწევას ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.

საგარეო საქმეთა მინისტრები მოუწოდებენ „ყველა მხარეს, თავი აარიდონ ქმედებებს, რომლებმაც შეიძლება კიდევ უფრო გააუარესოს რეგიონის სტაბილურობა“.

ამასთან, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები გმობენ გაერო-ს ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის მიმართ მუქარას, მას შემდეგ, რაც ირანულმა გამოცემამ დაწერა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი ისრაელის აგენტის სტატუსით უნდა გაასამართლონ და დასაჯონ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები