არჩილ გორდულაძე - კანონი მარიხუანას მოხმარებაზე არ მკაცრდება! კანონის გამკაცრება ამ ნარკოტიკული საშუალების შეძენას, შენახვას, მის კულტივაციასა და რეალიზაციას ეხება

საზოგადოების ინფორმირებულობისთვის უნდა ვთქვათ: - კანონი მარიხუანას მოხმარებაზე არ მკაცრდება! კანონის გამკაცრება ამ ნარკოტიკული საშუალების შეძენას, შენახვას, მის კულტივაციასა და რეალიზაციას ეხება, - აღნიშნული განმარტება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გააკეთა.

როგორც გორდულაძემ აღნიშნა, მარიხუანას მოხმარებაზე ძალაში მოქმედი რეგულაციები რჩება.

„თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ მარიხუანა მოიხმაროს ღია სივრცეში, ასევე სკოლებთან, ბაღებთან, სკვერებსა და ასე შემდეგ, ეს დღესაც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევს და მომავალშიც გამოიწვევს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მცენარე კანაფთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მკაცრდება. შესაბამის საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს. ცვლილებები ხორციელდება როგორც “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, ასევე სისხლის სამართლის კანონმდებლობასა და სხვა კანონებში.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს