“ჯორჯიან ეარვეისი” 2 ივლისიდან თელ-ავივის მიმართულებით რეისებს განრიგის მიხედვით შეასრულებს

2 ივლისიდან თბილისი–თელ-ავივი–თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები განრიგის მიხედვით შესრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ჯორჯიან ეარვეისი” ავრცელებს.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, ავიარეისები განხორციელდება ოპერატიული მდგომარეობის გათვალისწინებით, მგზავრთა მაქსიმალური უსაფრთხოების ზომებით.

„ 2 ივლისს თელ-ავივის მიმართულებით პირდაპირი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 6:10 საათზე შესრულდება, ხოლო თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით რეისი 8:45 საათზე გამოფრინდება.

ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია “ჯორჯიან ეარვეისის” გაყიდვების ოფისებში, პარტნიორ სააგენტოებში, ვებ-საიტზე www.georgian-airways.com, ან მობილური აპლიკაციის მეშვეობით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026