ნიკა გვარამია - „მოდის, რევოლუცია მოდის“ - ვისაც ჰგონია, რომ არჩევნები მოდის, მძიმე შეცდომას უშვებს - ოლიგარქია უნდა დაემხოს!

ვისაც ჰგონია, რომ არჩევნები მოდის, მძიმე შეცდომას უშვებს, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, პატიმრობაში მყოფი, ნიკა გვარამია Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

ნიკა გვარამის თქმით, „ოლიგარქია უნდა დაემხოს“.

„ჰეი, ჯალათო ჯვებევ, ყური დაადე მიწას და კარგად მოუსმინე: "მოდის, რევოლუცია მოდის".

ვისაც ჰგონია, რომ არჩევნები მოდის, მძიმე შეცდომას უშვებს. სამწუხაროა, მაგრამ ამ საკითხზე მეტს ვეღარ შევჩერდებით.

არაფერს არც სივრცე, არც დრო და არც აზრი აღარ რჩება, როცა მეორე მხარეს სამშობლოს გადარჩენა დგას.

Amicus Plato...

ოლიგარქია უნდა დაემხოს!“, - წერს ნიკა გვარამია.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო