მედია - ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი, შაჰინ შიხლინსკი დააკავეს, მის მანქანას ფანჯარა ჩაუმტვრიეს, გადმოათრიეს და ხელბორკილი დაადეს - რუსმა ძალოვანებმა დააკავეს ბიზნესმენი იუსუფ ხალილოვიც

ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსულენოვანი გამოცემა Meduza ავრცელებს.

კერძოდ, რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში ურალის აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი, შაჰინ შიხლინსკი დააკავეს. მედიის ცნობით, მასთან ერთად მისი შვილიც დააკავეს, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს.

დაკავებისას ძალოვნებმა შიხლინკსის მანქანის ფანჯარა ჩაამტვრიეს, ძალით გადმოათრიეს და ხელბორკილები დაადეს. დაკავების ფორმალური საფუძვლები ამ მომენტისთვის უცნობია. შიხლინსკის შვილის თქმით, დაკავებას რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური აწარმოებდა.

შიხლინსკის დაკავების, თითქმის, პარალელურად, რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ძალოვნებმა აზერბაიჯანის კიდევ ერთი მკვიდრი, ბიზნესმენი იუსუფ ხალილოვი დააკავეს, რომელიც რეგიონის უდიდესი ბაზრის თანამფლობელია. მისი დაკავების ფორმალური საფუძვლები, ამ მომენტისთვის, ასევე უცნობია.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს