დონალდ ტრამპი - ისრაელი ღაზაში ცეცხლის 60-დღიანი შეწყვეტის შეთანხმების პირობებს დასთანხმდა

ჩემს წარმომადგენლებს დღეს ხანგრძლივი და პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდათ ისრაელელებთან ღაზას სექტორთან დაკავშირებით, ისრაელი დათანხმდა ცეცხლის 60-დღიანი შეწყვეტის შეთანხმების დასასრულებლად აუცილებელ პირობებს, რომლის განმავლობაშიც ჩვენ ყველა მხარესთან ვიმუშავებთ ომის დასასრულებლად, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ში გამოქვეყნებულ პოსტში წერს.

მისი თქმით, საბოლოო წინადადებას კატარელი და ეგვიპტელი შუამავლები წარმოადგენენ.

„კატარელები და ეგვიპტელები, რომლებმაც ძალიან ბევრი იშრომეს მშვიდობის დამყარებისთვის, წარმოადგენენ ამ საბოლოო წინადადებას. იმედი მაქვს, ახლო აღმოსავლეთის საკეთილდღეოდ, რომ „ჰამასი“ მიიღებს ამ შეთანხმებას, რადგან ის არ გაუმჯობესდება - ის მხოლოდ გაუარესდება. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის!“- აცხადებს ტრამპი.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები