დავით მათიკაშვილი ბრიტანეთის ინიცირებულ საკოორდინაციო შეხვედრაზე - სანამ უკრაინაში ომი გრძელდება, კიდევ არის აქტუალური საქართველოს პროქსი ძალად გამოყენების საკითხი, ამიტომაც გრძელდება ზეწოლა - დღეს, ამ კუთხით, ბრიტანეთი აქტიურობს

სანამ უკრაინაში ომი გრძელდება კიდევ არის აქტუალური საქართველოს და ქართველი ხალხის პროქსი ძალად გამოყენების საკითხი, ამიტომაც გრძელდება ეს ზეწოლა - პარტნიორული ურთერთობისთვის და ამ ურთიერთობების გაღრმავებისთვის აუცილებელი წინაპირობა არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილების პატივისცემა და არა ის სურვილები, რომელიც „დიფ სთეითს“ ამოძრავებს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას ინფორმაციაზე, რომ „საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ევროპულ საქმეთა მინისტრების ინიციატივით, საქართველოს გარშემო შექმნილ ვითარებაზე პარტნიორ ქვეყნებს შორის საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა“.

მისი თქმით, ზეწოლას ქართველი ხალხი არ ემორჩილება და ეს ყველაფერი არის კონტრპროდუქტიული.

„ქართულ საზოგადოებაზე რაიმე ფორმით ძალმომრეობა და ზეწოლა არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული. ჩვენი საზოგადოება, ქართველი ხალხი არ ემორჩილება იმ ზეწოლას, რომლის განხორციელებასაც დღენიადაგ ცდილობენ. დღეს, ამ კუთხით, ბრიტანეთი აქტიურობს. ხომ ყველას ძალიან კარგად ესმის რატომ არის ეს ზეწოლა?! არ მიიღო ქართველმა ხალხმა ის გადაწყვეტილება, რომელიც გარე ძალებს 2024 წლის არჩევნებზე სურდათ, მხარი არ დაუჭირა დესტრუქციას, ხელისუფლებაში ისევ მწამებლების მოყვანას. ქართველმა ხალხმა 2024 წლის არჩევნებზე მხარი დაუჭირა მშვიდობას და ეკონომიკურ განვითარებას. სანამ უკრაინაში ომი გრძელდება კიდევ არის აქტუალური საქართველოს და ქართველი ხალხის პროქსი ძალად გამოყენების საკითხი, ამიტომაც გრძელდება ეს ზეწოლა. ამ ზეწოლას ქართველი ხალხი არ ემორჩილება და ეს ყველაფერი არის კონტრპროდუქტიული. პარტნიორული ურთიერთობისთვის და ამ ურთიერთობების გაღრმავებისთვის აუცილებელი წინაპირობა არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილების პატივისცემა და არა ის სურვილები, რომელიც „დიფ სთეითს“ ამოძრავებს,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები