ანა წითლიძე ბრიტანეთის ინიცირებულ საკოორდინაციო შეხვედრაზე - მკაფიოდ ითქვა, რომ გზას, რომლითაც „ოცნება“ მიდის, კავშირი არ აქვს დემოკრატიასთან და დიქტატურის გაძლიერებაა - მსგავი ტიპის მაღალი დონის შეხვედრებს კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვება

გუშინ გაიმართა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის ორგანიზებით, სადაც მონაწილეობდნენ უმაღლესი თანამდებობის პირები, მათ შორის საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრი. შეხვედრაზე ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიუღებელია ის კურსი, რა კურსიც საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ აირჩია,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ანა წითლიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ სახელმწიფო აქვს მიტაცებული და ცხადია, რომ საერთაშორისო პარტნიორების რეაგირება კიდევ უფრო მკაცრი იქნება.

„გუშინ იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ბრიტანეთის ორგანიზებით საქართველოსთან დაკავშირებით. ეს იყო საკოორდინაციო შეხვედრა, რომელიც გაიმართა ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის ორგანიზებით. შეხვედრაზე მონაწილეობდნენ უმაღლესი თანამდებობის პირები, მათ შორის საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრი. ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, ევროპელებისთვის, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან საქართველოს დამოუკიდებლობის მთავარი მხარდამჭერები არიან, რომ ამ ადამიანებისთვის მიუღებელია ის კურსი, რა კურსიც აირჩია საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ.

ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ ამ გზას, რომლითაც მიდის „ოცნება“, არანაირი კავშირი არ აქვს დემოკრატიასთან, ეს არის დიქტატურის გაძლიერება და ამას მოჰყვება კონკრეტული ნაბიჯები.

მსგავსი ტიპის მაღალი დონის შეხვედრების ორგანიზება როდესაც ხდება ბრიტანელების მხრიდან, მას ყოველთვის მოჰყვება კონკრეტული ნაბიჯები, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ასევე ბრიტანეთის საელჩომ სპეციალური გზამკვლევი გამოაქვეყნა სანქციებთან დაკავშირებით, რომელიც ბიზნესმენებს ეხებოდათ.

ეს პროცესი დაკავშირებულია ყველაფერი იმასთან, რასაც „ოცნება“ ამ ქვეყანაში აკეთებს - საქართველოს მოქალაქეების, პოლიტიკური ლიდერების დაკავება, საქართველოს მოქალაქეების წამება, სახელმწიფო აქვთ მიტაცებული და ცხადია, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეაგირება იქნება კიდევ უფრო მკაცრი.

აღსანიშნავი და საგულისხმოა ბრიტანეთის სანქციები და საფრანგეთის სანქციები, რომლებიც უშუალოდ უნდა დაეკისროს „ოცნების“ ლიდერებს და ივანიშვილს“,- აღნიშნა ანა წითლიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა