აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული უკრაინის საგარეო უწყებაში დაიბარეს - საუბრის მთავარი თემები აშშ-ის სამხედრო დახმარება და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა იყო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ჯონ გინკელი უწყებაში დაიბარა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამერიკელ დიპლომატთან საუბრის მთავარი თემები იყო აშშ-ის სამხედრო დახმარება და ორ სახელმწიფოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის ესკალაციის ფონზე.

„დიპლომატი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მარიანა ბეცამ მიიღო, რომელმაც მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან გაწეული მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა ადრე გამოყოფილი თავდაცვითი პაკეტების მიწოდების გაგრძელების კრიტიკულ მნიშვნელობას, განსაკუთრებული აქცენტი კი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე გააკეთა,“ - აცხადებენ უწყებაში.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე უკრაინულმა მხარემ აღნიშნა, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის მიმართ მხარდაჭერაში ნებისმიერი შეფერხება ან დაყოვნება მხოლოდ წაახალისებს აგრესორს, გააგრძელოს ომი და ტერორი, მშვიდობის ძიების ნაცვლად“.

„უკრაინა მხარს უჭერს სამშვიდობო ძალისხმევას და აშშ-ის პოზიციას მკვლელობების დაუყოვნებლივ შეჩერებისა და ომის დასრულების აუცილებლობის შესახებ. ამ ვითარებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება და აგრესორზე კოორდინირებული ტრანსატლანტიკური ზეწოლის გაზრდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ანა კელიმ განაცხადა, აშშ-მა უკრაინაში ზოგიერთი იარაღის მიწოდება შეაჩერა. მედიის ინფორმაციით, საუბარია საჰაერო თავდაცვის რაკეტებსა და ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალებზე.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო