ადვოკატ ელგუჯა ავსაჯანიშვილის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმე ექსპერტმა დაადასტურა, რომ მის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით ვიდეო მასალაზე არის მონტაჟის კვალი

ადვოკატ ელგუჯა ავსაჯანიშვილის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმე ექსპერტმა, ნინო ბორაშვილმა დაადასტურა, რომ მის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით ვიდეო მასალაზე არის მონტაჟის კვალი.

ადვოკატის მტკიცებით, ექსპერტმა განმარტა, რომ საკვლევად წარდგენილ ვიდეოში რაღაც გარემოებები გამოიკვეთა, რომელიც დასკვნაში არ ჩაწერა, რისი ვალდებულებაც მას ჰქონდა.

„მოწმემ [ექსპერტმა] თქვა, რომ მის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით ვიდეო მასალაზე არის მონტაჟის კვალი და ეს დაადასტურა. ამის დადასტურება მას ძალიან არ სურდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, მოუწია. ექსპერტმა თქვა, რომ ის ვალდებული იყო ყველაფერი აესახა ექსპერტიზის დასკვნაში, მაგრამ მან თქვა, რომ რიგი გარემოებები არ ასახა.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ექსპერტმა თქვა არის ის, რომ სხვა ნიშან-თვისებები, მახასიათებლები ინსაფ ალიევთან დაკავშირებით მისი მხრიდან შესწავლილი იყო და ეს ექსპერტიზის დასკვნაში, ჩვენ ჩამოვუთვალეთ დაახლოებით ათი ნიშან-თვისება, რაც არ ჩაწერა. მან ასევე განმარტა, რომ არ ჩაწერა ეს ნიშან-თვისებები მსგავსი იყო, თუ განსხვავებული. აქედან გამომდინარე, როგორ შეიძლება დასკვნაზე ითქვას, რომ არის სრულყოფილი და ობიექტური, როდესაც ექსპერტი თავის მოვალეობას არ ასრულებს და აღნიშნულ ფაქტს არ წერს.

ჩვენ დავუსვით კითხვა ექსპერტს ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტიზასთან დაკავშირებით რა ცოდნა და განათლება აქვს და მან თქვა, რომ მისი განათლება არის მხოლოდ და მხოლოდ ტრენინგ-კურსები და რაიმე განსაკუთრებული ცოდნა აღნიშნულთან დაკავშირებით არ აქვს. მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ ექსპერტმა დღეს კატეგორიულად გვითხრა, რომ რაღაც გარემოებები გამოიკვეთა, რომელიც დაგვიმალა და დასკვნაში არ ჩაწერა, რისი ვალდებულებაც მას ჰქონდა”, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესი კვლავ მიმდინარეობს. დღეს სასამართლო პროცესზე კიდევ ერთ ვიდეო მასალას გამოიკვლევენ.

შეგახსენებთ, რომ დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა