გიორგი გახარია ალუდა ღუდუშაურს - დავალება მოგცეს? შენ „ხულიგანი“ ხარ?

დავალება მოგცეს? შენ "ხულიგანი" ხარ? - ასე მიმართა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ დროებითი საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთ წევრს, ალუდა ღუდუშაურს.

კომისიის სხდომაზე გახარია ე.წ. ჩორჩანას საკითხზე დისტანციურად პასუხობს კომისიის წევრთა შეკითხვებს და განმარტავს, თუ როდის და რატომ ჩაიდგა სოფელ ჩორჩანაში საგუშაგო. გახარიასა და ღუდუშაურს შორის შეკამათება სწორედ ამ განმარტებებს მოჰყვა. თუმცა მანამდე გახარიას კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა მოუწოდა, რომ ნუ „ყვირის, და ტერმინებს ნუ აურევს ერთმანეთში“. თავის მხრივ, გახარიამ უპასუხა, რომ ხმამაღლა არ ილაპარაკებს და ეცდება, რომ ემოციები გვერდზე გადადოს.

„რთულია, მაგრამ გადავდებ ემოციებს „თქვენი ხათრით“... საქართველოს მოქალაქეებს ვეუბნები ამას - ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმის შემდეგ ოკუპანტების პროკურატურამ აღძრა საქმე ზუსტად ისეთი, რომელსაც თქვენ, ახლა, იძიებთ. თქვენ ახლა, რასაც აკეთებთ აქ, ფაქტობრივად, ჩვენებებს აძლევთ და ამყარებთ ოკუპანტების ინტერესს, რაიმე სახის თეორიული კი არა, პრაქტიკული ინტერესი გაუჩნდეთ“, - უთხრა გახარიამ დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებს.

გახარიას ამ მოსაზრებას გამოეხმაურა კომისიის ერთ-ერთი წევრი ალუდა ღუდუშაური და მოსაზრების გამოთქმა მოისურვა, რაზეც გახარიამ ასე მიმართა: - „რიგში დადექით, რა“.

გახარიას ამ პასუხს ღუდუშაურმა ასე უპასუხა:

„რიგში დადექი კი არა, გააკონტროლე თავი. ძალიან ბედნიერი ჩანხარ, შორს რომ ხარ გიორგი. ასეთი „გულადი“ თუ იყავი, რატომ არ მოხვედი და არ ივაჟკაცე აქ“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.

გახარამ ღუდუშაურს ჰკითხა - „დავალება მოგცეს, ასეთი? თან, შენ ხულიგანი ხარ?“-აღნიშნა გახარიამ.

ღუდუშაურმა ყოფილ პრემიერს მოუწოდა, რომ სიტყვები გაეკონტროლებინა.

„ხულიგანი კი არა, სიტყვები გააკონტროლე. გიორგი, ვინმეში არ აგერიო. მომისმინე ახლა კარგად... ხომ იცი, ეს სიმწრის სიცილია...შენ ხომ იცი, იმ მულტფილმისა არ იყოს, სულ რომ ძალით ლომი გინდოდეს, ვეფხვი გინდოდეს, მაინც იგივე ხარ. ბიჭო არ ვარ! საზოგადოება იმასაც დაინახავს, რომ ორჯერ შეგნებულად ითავხედე და მოგვაყენე შეურაცხყოფა. კეთილი ინებე და მოისმინე - როდესაც შენ საუბრობ რომ აქ, ვიღაც ოკუპანტის საქმეს აკეთებს, იქ, სადაც მე ვზივარ ამას ვერ იტყვი, გამიგე?! შევთანხმდეთ, აქ იმისთვის არ ვართ მოსულები, რომ შენს რაღაც კომიკურ სიტუაციაში ყოფნას ვუყუროთ, აქ ვართ შემდეგი რამისთვის - კონკრეტულ სიტუაციაში კონკრეტული პასუხით და საქმიანად ვილაპარაკოთ. მესმის, რომ რთულია, შეგეშინდა, გაიქეცი, მოიტყუე, ამით ახლა შენგან ახალს ვერაფერს გაიგებს საზოგადოება, მაგრამ მივეჩვიოთ იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზეა საუბარი. ამიტომ ძალიან გთხოვთ, კეთილი ინებეთ და დასერიოზულდით“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო