თეა წულუკიანი გიორგი გახარიას - თუ პროკურატურაში ერთ დღეს დაგიბარებენ, თქვენი ალიბი სახლში დატოვეთ, არ ვარგა - ჩვენთან თუ არ გაივლი გაკვეთილს, რომელ პროკურატურაში მისასვლელად ვარგიხარ?

ეს არის კვაზი ორგანო - კვაზი რას ნიშნავს მანდ იურისტები ხომ იმალებიან ეკრანის უკან და აგიხსნიან ამასობაში, - ასე უპასუხა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ გიორგი გახარიას, რომელმაც მანამდე კითხვა დასვა: „ეს ტრიბუნალია?!“.

მხარეებს შორის მსგავსი დიალოგი მოჰყვა წულუკიანის განცხადებას, რომ კომისიის წევრებს კითხვები დაესვათ, რაზეც გახარიამ თქვა: „კითხვებზე რატომ გადავდივართ, არ დამისრულებია“.

პასუხად, წულუკიანმა განაცხადა: „მე გადავწყვიტე რომ ვსვამთ კითხვებს. დამშვიდდით, დაწყნარდით. ა და ბა“.

ამის შემდეგ გახარიამ იკითხა: „ეს ტრიბუნალია?! ბრალდებულის რანგში ვარ აქ?!“, რაზეც წულუკიანმა თქვა: „ეს არის კვაზი ორგანო. კვაზი რას ნიშნავს მანდ იურისტები ხომ იმალებიან ეკრანის უკან და აგიხსნიან ამასობაში“.

ამასთან, მოგვიანებით, წულუკიანმა გახარიას უთხრა, რომ კომისიაზე მომზადებული მივიდა, ალიბიც აქვს, თუმცა ეს ალიბი არ ვარგა.

„ჩემი თხოვნა იქნება, თუ პროკურატურაში ერთ დღეს დაგიბარებენ ეს ალიბი სახლში დატოვეთ, არ ვარგა“, - მიმართა წულუკიანმა გახარიას, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა: „თქვენ ჩემზე ნუ ღელავთ“.

"შენ ჩვენთან თუ არ გაივლი გაკვეთილს, რომელ პროკურატურაში მისასვლელად ვარგიხარ?" - ესეც გახარიას მისამართით წულუკიანის კიდევ ერთი რეპლიკა იყო.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო