თეა წულუკიანი გიორგი გახარიას - სანამ ვახტანგ გომელაურზე რამეს იტყვით,  სამჯერ პირჯვარი გადაიწერეთ!

სანამ ვახტანგ გომელაურზე რამეს იტყვით, მანამდე სამჯერ პირჯვარი გადაიწერეთ, ჩემი რჩევაა, - ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას.

კამათი წულუკიანსა და გახარიას შორის ე.წ. ჩორჩანას საკითხზე ყოფილი შს მინისტრის გამოკითხვას მოჰყვა.

„ჩვენ ბევრი ვიდავეთ, ბევრი ვილაპარაკეთ, მაგრამ რეალობას ვერავინ გაექცევა. პირველ რიგში, თქვენ ის ტერიტორია, სადაც ჩვენი ცენტრალური ხელისუფლება, სამართლებრივი გაგებით, ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა, თქვენ მიერ საგუშაგოს ჩადგმის შემდეგ, იქ ჩვენი ცენტრალური ხელისუფლება ეფექტურ კონტროლს ვერ ახორციელებს, აქ ვერ აგიხსნით, რას ნიშნავს სამართლებრივად ეფექტური კონტროლიო...“- აღნიშნა თეა წულუკიანმა, რასაც გიორგი გახარიამ ტყუილი უწოდა.

„ეს ტყუილია! მიდით პროკურატურაში და მიეცით ჩვენება, ვახო ხომ მიიყვანეთ?“- აღნიშნა გახარიამ, რასაც, თავის მხრივ, წულუკიანმა მოსთხოვა, რომ შს ყოფილი მინისტრი, ვახტანგ გომელაური არ ეხსენებინა.

„თქვენ სანამ ვახტანგ გომელაურზე რამეს იტყვით, მანამდე სამჯერ პირჯვარი გადაიწერეთ, ჩემი რჩევაა“,- განაცხადა წულუკიანმა.

თავის მხრივ, წულუკიანის ამ რეპლიკას გახარიამ უპასუხა.

„მე წინაზეც გთხოვეთ, ვახოს თავი დაანებეთ, თავისი გაჭირვება ეყოფა-მეთქი და არ დაანებეთ. ის კაცი ისე გააგდეს, ხვალ დასაჭერი არ გაგიხდეთ“, - განაცხადა გახარიამ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა