ალუდა ღუდუშაური გიორგი გახარიას - შუბლზე შენ რას აიკრავ, მაგას ქართველი ხალხი განახებს - ასეთი მშიშარა, ბანძი რომ ხარ

კრამიტები არ დაამტვრიო მანდ, რა, - ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ გიორგი გახარიას, რომელმაც საგამოძიებო კომისიაზე დისტანციურად ჩართვისას თქვა, რომ ხვალიდან მნიშვნელოვანი შეხვედრები ექნება.

მანამდე, ღუდუშაურმა გახარიას მიმართა: „ამდენი დრო თუ გქონდა და შეხვედრები არ გქონდა, რაღას გარბოდი და გეშინოდა?! მოსულიყავი ბარემ“, რაზეც გახარიამ უპასუხა: „თქვენთვის გადავდე [შეხვედრები], დრო რომ დამეთმო. ხვალიდან ისეთი შეხვედრები მექნება, აგერ ნახავთ“. პასუხად, რეპლიკის სახით, ღუდუშაურმა თქვა: „აუჰ, კრამიტები არ დაამტვრიო მანდ, რა“.

ამის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა გახარიას ჰკითხა, თუ რა მიზნით მართავს შეხვედრებს, რაზეც ყოფილმა შს მინისტრმა თქვა, რომ ის პარტნიორებს უხსნის, რომ ქართველი ხალხი ევროკავშირისგან მომავალ სარგებელს იმსახურებს.

„მიზანი არის ორი. პირველი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გაწევრიანება სოციალ დემოკრატიულ დიდ ოჯახში. ეს რთული პროცესია. მეორე - ყველა შეხვედრების დროს, ევროპელ პარტნიორებს ვუხსნი, მე პირადად, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს იმ სარგებელს, რომელიც ევროკავშირისგან აქვს. ეს არის უვიზო მიმოსვლა, კანდიდატის სტატუსი. ქართველ ხალხს ეს არ უნდა წაართვან. დროებითაც არ უნდა შეუჩერონ. ეს არის ჩემი მიზანი იმიტომ რომ თქვენ ამისთვის, გარდა იმისა, რომ არაფერს აკეთებთ, თქვენ არც არავინ გელაპარაკებათ. მერწმუნეთ, ასეთი შესაძლებლობა უფრო ბევრი მაქვს მე, ვიდრე თქვენ გაქვთ დღეს. ქართველი ხალხის იმ მიღწევებს, რომლის გულისთვისაც ვიბრძოდი ძალიან ბევრი წელი, ხშირად თქვენთან ერთადაც, ახლა იძულებული ვარ რომ მარტო აქ დავიცვა იმიტომ რომ თქვენი უვარგისი და არაეროვნული ნაბიჯების გამო არსებობს ძალიან დიდი რისკი, რომ საქართველოს რიგითი მოქალაქეები დაზიანდებიან“, - განაცხადა გახარიამ.

ამის შემდეგ, ღუდუშაურმა გახარიას მიმართა: „სანამ მაგას გააკეთებ, თუ ასეთი მაგარი ხარ ქართველებისთვის...“, რა დროსაც გახარიამ გააწყვეტინა და თქვა, „ეს კლოუნია ჩვეულებრივი“.

შს ყოფილმა მინისტრმა ღუდუშაურს მიუთითა, რუკა რომელიც ხელში ეჭირა, „შუბლზე აეკრა“.

„შუბლზე აიკარი და ისე დაჯექი“, - მიმართა გახარიამ ღუდუშაურს, რაზეც ამ უკანასკნელმა ასე უპასუხა: „მომისმინე ახლა, წყნარად იყავი მანდ და გააკონტროლე. შუბლზე შენ რას აიკრავ მაგას ქართველი ხალხი განახებს. ასეთი მშიშარა, ბანძი რომ ხარ და რომ გაიქეცი, გაიპარე. ქართულ მიწაზე რომ იძახი შუბლზე აიკარიო და იკრიჭები მანდ, ხალხს გაეცი პასუხი. შე კურდღელო კაცო, რომ გაიპარე აქედან, წყნარად იყავი! აქ არ იყავი?! მაშინ რატომ არ გამოიყენე ეგ ლექსიკა. მატყუარა გეძახე და ხმა ვერ გამეცი. კურდღელივით გაიპარე და ახლა ხარ მანდედან მაგარი“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია