აქციაზე დაკავებულების ადვოკატი - ვიდეომასალა აცდენილია გამომძიებლების მიერ დაწერილ ოქმს, რაც მხილებაა იმისა, რომ პოლიციელები იტყუებიან - სწორედ ამის გამო არ უშვებენ მედიას პროცესზე, რომ ეს არ გაშუქდეს

ვიდეომასალა აცდენილია გამომძიებლების მიერ დაწერილ ოქმს, რაც მხილებაა იმისა, რომ პოლიციელები იტყუებიან. სწორედ ამის გამო არ უშვებენ მედიას პროცესზე, რომ ეს არ გაშუქდეს, - ამის შესახებ აქციების დროს დაკავებული ნიკოლოზ ჯავახიშვილისა და ინსაფ ალიევის ადვოკატმა, გუჯა ავსაჯანიშვილმა, სასამართლოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ვიდეოები, რომელიც დღეს ბრალდების მხარემ სასამართლოში წარმოადგინა, დაჭრილია და სხვადასხვა დღის კადრებს ასახავს. ასევე, ადვოკატის განმარტებით, ვიდეოებში ბრალდებულთა იდენტიფიცირება ვერ ხერხდება.

„პროცესზე, ვნახეთ ის, რასაც მთელი პროცესების განმავლობაში ვიძახდით და ასევე დადასტურდა თუ როგორ იტყუებოდა მოწმე პოლიციელი ჩვენების მიცემის დროს. მოწმემ თქვა, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილი პიროტექნიკას ისროდა პოლიციის მიმართულებით, თუმცა მათ მიერ წარმოდგენილ კადრებში, სადაც პირი პიროტექნიკას ისვრის, ისვრის ჰაერში და მეორე ვიდეოში პოლიციელები არ ჩანან. ვიდეოები დაჭრილია, კადრები მეორდება, ამიტომ ის არგუმენტი, რომ გადამღებმა ოპერატორმა დააპაუზა და შემდეგ გააგრძელა ვიდეოს გადაღება, კონტექსტიდან ამოგლეჯილია. ვიდეო სხვადასხვა დღის კადრებითაა აწყობილი.

ასევე, ბრალდების მხარე რიგ შემთხვევებში იძახის, რომ ნაჩვენები ქმედება სწორედ ბრალდებულებმა ჩაიდინეს, თუმცა ექსპერტიზის პასუხი არ არსებობს, რომ ნამდვილად ისინი არიან.

ვიდეოკადრებში, ვერ ვნახე, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების ქმედება ჯგუფურად იყო ჩადენილი, ან ვინმესთან კომუნიკაციაში იყვნენ. ვიდეომასალა, აცდენილია გამომძიებლების მიერ დაწერილ ოქმს, რაც მხილებაა იმისა, რომ პოლიციელები იტყუებიან. სწორედ ამის გამო არ უშვებენ მედიას პროცესზე, რომ ეს არ გაშუქდეს“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა