ჯო უილსონი - ანტი-ამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი თეირანის ტერორისტული რეჟიმის საელჩოში მივიდა და სოლიდარობა გამოუცხადა, მათ ტერორისტული ირანი და ჩინეთის კომუნისტური პარტია უყვართ და ამერიკა სძულთ

ანტი-ამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი თეირანის ტერორისტული რეჟიმის საელჩოში მივიდა და ტერორისტებს სოლიდარობა გამოუცხადა, მათ ტერორისტული ირანი და ჩინეთის კომუნისტური პარტია უყვართ და ამერიკა სძულთ, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„ანტი - ამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი თეირანის ტერორისტული რეჟიმის საელჩოში მივიდა ღონისძიებისთვის, რომელიც „ისრაელის რეჟიმის თავდასხმის დროს მოკლული წამებულების მემორიალს“ ეძღვნებოდა და ტერორისტებს სოლიდარობა გამოუცხადა. „ქართულ ოცნებას“ ტერორისტული ირანი და ჩინეთის კომუნისტური პარტია უყვარს და ამერიკა სძულს“, - წერს უილსონი.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები