ეუთო-ს გენერალური მდივანი - ქართული ოპოზიციისთვის პარლამენტში 40%-ზე მეტის ქონა და ამის არგამოყენება სამართლიანი არ არის ხალხისთვის, რომელმაც აირჩია

ქართული ოპოზიციისთვის პარლამენტში 40%-ზე მეტის ქონა და ამის არგამოყენება სამართლიანი არ არის ხალხისთვის, რომელმაც აირჩია, - ამის შესახებ ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა, ფერიდუნ სინირლიოღლუმ პორტუგალიაში ეუთო-ს ყოველწლიურ სესიაზე განაცხადა.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო ომში მყოფი ქვეყანაა, ტექნიკურად და იურიდიულად რომ ვისაუბროთ. შესაბამისად, როდესაც საქართველოში არსებულ ვითარებაზე ვსაუბრობთ და ვაანალიზებთ, ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს.

რაც შეეხება არჩევნებს, რომელსაც ოპოზიცია კითხვის ქვეშ აყენებს, ODIHR-მა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ცხადად ამბობს, რომ ზოგიერთი დარღვევის მიუხედავად, არჩევნების შედეგები ამომრჩევლის გადაწყვეტილებას ასახავს. ეს ასევე ფაქტია.

საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას 66 წევრი ჰყავს 150-დან, ანუ 40%-ზე მეტს ოპოზიცია წარმოადგენს. მაგრამ ოპოზიცია პარლამენტის ბოიკოტირებას ახდენს და დემოკრატიებში, რა თქმა უნდა, სამოქალაქო სივრცე უნდა გქონდეს საკუთარი წუხილების, ჩივილებისა და სხვა რაღაცების გასაჟღერებლად, მაგრამ ასევე არჩეული ხალხის პალატა - პარლამენტი - უნდა გამოიყენო ეფექტიანად. იმას ვგულისხმობ, რომ 40%-ზე მეტის ქონა და ამის არგამოყენება სამართლიანი არ არის ხალხისთვის, რომელმაც აგირჩია“, - განაცხადა სინირლიოღლუმ.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო