ანდრეი სიბიგა - ერთადერთი გზა აიძულო რუსეთი, ომი დაასრულოს, მასზე ზეწოლის გაზრდა და უკრაინის გაძლიერებაა - ახლა სუსტი გადაწყვეტილებების დრო არ არის

ერთადერთი გზა, აიძულო რუსეთი, ომი დაასრულოს, მოსკოვზე ზეწოლის გაზრდა და უკრაინის გაძლიერებაა - ახლა სუსტი გადაწყვეტილებების დრო არ არის. ახლა მოსკოვისთვის ძალის ჩვენებისა და სწორი სიგნალების გაგზავნის დროა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი ინფორმაციით, ივნისში რუსეთმა უკრაინის მშვიდობიანი ქალაქებისა და თემების წინააღმდეგ 330-ზე მეტი რაკეტა, მათ შორის 80-მდე ბალისტიკური რაკეტა, გაუშვა და ასევე 5 000-ზე მეტი საბრძოლო დრონი და 5 000 ბომბი გამოიყენა.

„ტერორის ეს მასშტაბი აჩვენებს რუსეთის მხრიდან იმ სამშვიდობო ძალისხმევის აშკარა უარყოფას, რომელიც აშშ-ის ხელმძღვანელობით ხორციელდება. ერთადერთი გზა, აიძულო რუსეთი, ომი დაასრულოს, მოსკოვზე ზეწოლის გაზრდა და უკრაინის გაძლიერებაა. დრონების, ბომბებისა და რაკეტების, განსაკუთრებით ბალისტიკური რაკეტების, ასეთი დიდი რაოდენობა ადასტურებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის შემდგომი გაძლიერების აუცილებლობას. გვჭირდება რაკეტების მეტი ჩამჭრელი და სისტემა. ასევე მზად ვართ, შევიძინოთ ან დავიქირავოთ ისინი“, - წერს სიბიგა.

მისი თქმით, უკრაინა აქტიურად მუშაობს საკუთარი შესაძლებლობების განვითარებაზე, მაგრამ რუსული ტერორის მასშტაბის გათვალისწინებით, მას პარტნიორების მხარდაჭერა სჭირდება.

„ჩვენ ასევე მოვუწოდებთ უკრაინის თავდაცვის წარმოებაში, მათ შორის დრონებსა და საჰაერო თავდაცვაში, ინვესტიციების გაზრდისკენ. უკრაინა აქტიურად მუშაობს საკუთარი შესაძლებლობების განვითარებაზე, მაგრამ რუსული ტერორის მასშტაბის გათვალისწინებით, ჩვენ ახლავე გვჭირდება მხარდაჭერა. რუსეთის დაუნდობელი დარტყმების სამიზნე ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობაა, მათ შორის ქალები და ბავშვები, ასევე სკოლები, საავადმყოფოები და საცხოვრებელი უბნები. გაერო-ს მონაცემებით, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში 37%-ით გაიზარდა. ახლა სუსტი გადაწყვეტილებების დრო არ არის. ახლა მოსკოვისთვის ძალის ჩვენებისა და სწორი სიგნალების გაგზავნის დროა“, - აცხადებს სიბიგა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო