კუნძულ კრეტაზე მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან, მიმდინარეობს მოსახლეობის და ტურისტების ევაკუაცია

საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე მასშტაბური ტყის ხანძარი მძვინვარებს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ძლიერი ქარის შედეგად ცეცხლი სწრაფად გავრცელდა სამხრეთისკენ და საფრთხე შეუქმნა სახლებს, ტურისტულ საცხოვრებლებს და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.

საგანგებო სიტუაციების სამსახურების ცნობით, ხანძრის ფრონტი ამჟამად მინიმუმ 6 კილომეტრზეა გადაჭიმული, რაც მის ლოკალიზებას სულ უფრო ართულებს.

ხანძრის შედეგად გავრცელებულმა სქელმა კვამლმა ზოგ ტერიტორიაზე ხილვადობა თითქმის ნულამდე შეამცირა.

პოლიციამ აგია ფოტიას დასახლებასთან ახლოს მდებარე მთავარი გზა გადაკეტა და მაცხოვრებლებსა და სტუმრებს მოუწოდა, თავი შეიკავონ არააუცილებელი მგზავრობისგან ჰაერის სახიფათო ხარისხის, უკიდურესი სიცხისა და ფერფლის გამო.

გავრცელებული ინფორმაციით, აგია ფოტიას დასახლებაში სახლები და გასაქირავებელი ფართები განადგურებულია, ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხებულია. კვამლის შესუნთქვით გამოწვეული სუნთქვის პრობლემებით საავადმყოფოში სულ მცირე ოთხი ხანდაზმული ადამიანი გადაიყვანეს.

სიფრთხილის ზომების მიზნით, კრეტაზე ყველა საავადმყოფო საგანგებო რეჟიმში გადაიყვანეს.

ხელისუფლებამ ფერმას მუნიციპალიტეტში სასტუმროების, გასაქირავებელი ნომრებისა და სახლების მასობრივი ევაკუაციის ბრძანება გასცა, რადგან ხანძარი ტერიტორიას უახლოვდება. ოპერაცია სახანძრო სამსახურის, პოლიციისა და ადგილობრივი მოხალისეების მხარდაჭერით მიმდინარეობს. ამ დროისთვის, მიმდებარე დასახლებებიდან და ტურისტული ზონებიდან ევაკუირებულია, დაახლოებით, 1 500 ადამიანი, რომლებიც იერაპეტრაში გადაიყვანეს. დაახლოებით 200 ევაკუირებული კი ქალაქის დახურულ სპორტულ არენაზე მოწყობილ თავშესაფარში განათავსეს.

ხანძრის ჩაქრობის ოპერაცია მნიშვნელოვნად გაძლიერდა. ადგილზე 155 მეხანძრე, რვა სპეციალიზებული ქვეითი ჯგუფი და 38 სახანძრო მანქანა მუშაობს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულები არიან ვერტმფრენებიც. გავრცელებული ინფორმაციით, გზაში არიან დამატებითი ძალებიც.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა