საგარეო საქმეთა სამინისტრო - 26 ივნისს ირანის საელჩომ ოფიციალური ნოტით მოგვმართა სამძიმრის წიგნის გახსნის შესახებ და თბილისში გახსნილ სამძიმრის წიგნში ირანის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით შესაბამისი ჩანაწერი გაკეთდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ირანის საელჩოში სამძიმრის წიგნი, სადაც ირანის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით ჩანაწერი გაკეთდა, ირანის საელჩოს ინიციატივით გაიხსნა.

აღნიშნულის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის საელჩოში საქართველოს სააგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მისვლასთან დაკავშირებით აცხადებენ.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ირანის საელჩომ საგარეო საქმეთა სამინისტროს სამძიმრის წიგნის გახსნის შესახებ 26 ივნისს ოფიციალური ნოტით მიმართა.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2025 წლის 13 ივნისს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა ახლო აღმოსავლეთში ესკალაციას: „ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობით, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას. ჩვენ განსაკუთრებულად ვუსვამთ ხაზს დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას დეესკალაციისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“.

2025 წლის 26 ივნისს ირანის საელჩომ ოფიციალური ნოტით მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში სამძიმრის წიგნის გახსნის შესახებ და თბილისში გახსნილ სამძიმრის წიგნში ირანის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით გაკეთდა შესაბამისი ჩანაწერი“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის, გუშინ, საქართველოში ისრაელის საელჩომ შეშფოთება გამოხატა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ირანის საელჩოს სოლიდარობის ღონისძიებაში მონაწილეობის თაობაზე და განაცხადა რომ ეს „მორალურად არასწორია“.

მანამდე განცხადება გაავრცელა ირანის საელჩომ, რომლის თანახმადაც, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა, ისრაელის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა მიმართ სამძიმარი გამოთქვა, ირანის მიმართ კი სოლიდარობა გამოხატა. ირანის საელჩოს განმარტებითვე, აღნიშნულთან დაკავშირებით საელჩოში ღონისძიება გაიმართა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი