კვლევის თანახმად, USAID-სთვის დაფინანსების შეჩერების გამო მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, შესაძლოა, მსოფლიოში დაახლოებით 14 მილიონი ადამიანი დაიღუპოს

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის (USAID) დაფინანსების შეჩერების გამო მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, შესაძლოა, მთელ მსოფლიოში დაახლოებით 14 მილიონი ადამიანი დაიღუპოს.

სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მათ შორის შეიძლება აღმოჩნდეს 4.5 მილიონზე მეტი ხუთ წლამდე ასაკის ბავშვი, რომლებიც ყველაზე დაუცველ ჯგუფებს წარმოადგენენ.

კვლევის თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში USAID-ის პროგრამებმა 91 მილიონზე მეტი ადამიანის სიკვდილი აიცილა თავიდან, რომელთაგან დაახლოებით მესამედი ბავშვი იყო. მათ შორის იყო აივ/შიდსის მქონე პირი, რომელთა სიკვდილიანობაც 65%-ით (25.5 მილიონი ადამიანი) შემცირდა.

ანგარიშის თანახმად, USAID-ს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი აქვს გლობალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში, განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, განსაკუთრებით აფრიკის ქვეყნებში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის