მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე, რომელიც მე-15 დღეა შიმშილობს, შეუძლოდ გახდა - მაღაროელების ინფორმაციით, ის სამედიცინო დახმარებაზე უარს ამბობს

მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე, რომელიც მე-15 დღეა შიმშილობს, შეუძლოდ გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი მაღაროელი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტარიელ მიქაცაძე სამედიცინო დახმარების გაწევაზე უარს აცხადებს.

„დღეს არის უწყვეტი საპროტესტო აქციის 126-ე დღე, შიმშილობის მე-15 დღე. ერთ-ერთი მოშიმშილე, ტარიელ მიქაცაძე, შეუძლოდ გახდა. არანაირად არ უნდოდა სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება, მაგრამ მის დაუკითხავად მე გამოვიძახე. მოვიდნენ, უბრალოდ, ყველანაირ კონტროლზე, გასინჯვაზე, ჯანმრთელობის მონიტორინგზე თქვა უარი. წნევაც არ გაისინჯა და აცხადებს, რომ სანამ ჩემი მეგობრები არ გათავისუფლდებიან, მე რომ სულ გავითიშო, სულ რომ უგონოდ ვიყო, აქედან საკაცით გამიყვანენო. იმედი გვაქვს, რომ ბიჭები ციხიდან გამოვლენ“, - აცხადებს ერთ-ერთი მაღაროელი.

ცნობისთვის, ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. ამ დროისთვის, შვიდი მაღაროელი შიმშილობს, სამს კი პირი აქვს ამოკერილი. პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა დაკავებული ოთხი მაღაროელის გათავისუფლებაა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა