გიორგი სიორიძე - ძალიან მალე, თითოეულ პოლიტპატიმარს ვიხილავთ თავისუფლებაზე, რადგან ჩვენი ბრძოლა არის საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის - ეს არის რეჟიმის ბოლო ფაზა

ძალიან მალე, თითოეულ პოლიტპატიმარს ვიხილავთ თავისუფლებაზე, რადგან ჩვენი ბრძოლა არის საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის. ეს არის რეჟიმის ბოლო ფაზა, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, რითაც ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების პატიმრობას გამოეხმაურა.

როგორც სიორიძემ აღნიშნა, მოსამართლე იქნება, თუ სამართალდამცავი, ვინც დანაშაულებრივ სქემაში იღებს მონაწილეობას, აუცილებლად მიეგება სამართლებრივ პასუხისგებაში.

„ვხედავთ, როგორი ღირსებით იხდიან ადამიანები სასჯელს თავისუფლებისთვის ბრძოლის გამო, სამშობლოს სიყვარულის გამო. იბრძოლეს თავისუფლებისთვის საპროტესტო აქციებზე და მათი ბრძოლა გრძელდება ივანიშვილის სატუსაღოში. ძალიან მალე თითოეულ პოლიტპატიმარს ვიხილავთ თავისუფლებაზე, რადგან ჩვენი ბრძოლა არის საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის. ეს არის რეჟიმის ბოლო ფაზა. მათ მოგვცეს მაგალითი, როგორ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენ გარეთ, როგორ არ უნდა შევეგუოთ მათ მარწუხებს, რეჟიმს. მოსამართლე იქნება, თუ სამართალდამცავი, ვინც ამ დანაშაულებრივ სქემაში იღებს მონაწილეობას, აუცილებლად მიეგება სამართლებრივ პასუხისგებაში“,- აღნიშნა სიორიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა