დროებით ოკუპირებულ ლუგანსკში ქალაქის ყოფილი ე.წ. მერი ააფეთქეს

დროებით ოკუპირებულ ლუგანსკში ქალაქის ყოფილი “მერი” ააფეთქეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა “ტასი” ოკუპირებული რეგიონის “ოპერატიულ სამსახურებზე” დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, აფეთქება 3 ივლისს შუადღით ქალაქის ტარას შევჩენკოს ქუჩაზე მოხდა.

ოკუპირებული რეგიონის “მთავრობის” ცნობით, აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ სამი დაშავდა.

“ტასის” ცნობით, აფეთქების შედეგად გარდაცვლილი ოკუპირებული ქალაქის ყოფილი “მერი” მანოლის პილავოვია.

პილავოვი ოკუპირებული ლუგანსკის “ადმინისტრაციას” 2014 წლის დეკემბრიდან 2023 წლის ნოებმრამდე ხელმძღვანელობდა. უკრაინამ ის 2015 წელს გამოაცხადა ძებნაში სისხლის სამართლის სამი მუხლით - კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი შეცვლა, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და ტერორისტიული ორგანიზაციის შექმნა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები