გიორგი მელაშვილი - რაც დღეს ხდებოდა სასამართლო დარბაზებში და ეზოში, აჩვენებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ დგას ძალმომრეობაზე - დრაკონული კანონების ერთადერთი მიზანია, ავტორიტარიზმის კიდევ უფრო გაღრმავება

რაც დღეს ხდებოდა სასამართლო დარბაზებსა და ეზოში: ახალგაზრდების ცემა-ტყეპა, ძალადობრივი გაყრა, აჩვენებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ დგას ძალმომრეობაზე, - ამის შესახებ ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელმა გიორგი მელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.

გიორგი მელაშვილის განმარტებით, კანონები, რომელიც ხელისუფლებამ პროტესტის საწინააღმდეგოდ მიიღო, არაადამიანურია და მისი მიზანია, ავტორიტარიზმის კიდევ უფრო გაღრმავება.

„ადამიანურობაშიც კი არ ჯდება ის დრაკონული კანონები, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პროტესტთან დაკავშირებით მიიღო. სრულიად არაადეკვატური ზომებია და ამ ყველაფერს აქვს ერთადერთი მიზანი - ავტორიტარიზმის კიდევ უფრო გაღრმავება. ის, რასაც ჩვენ ვაკვირდებით სასამართლოს კორიდორებში, ეზოში, ის მცდელობები „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ ყველანაირად ჩაკეტონ სასამართლო დარბაზებში მიმდინარე მოვლენები, რომ საზოგადოებამ არ დაინახოს ცრუ მოწმეები, მოსამართლეების არაკომპეტენტურობა, ეს ყველაფერი მიუთითებს ავტორიტარული სასამართლო სისტემის არსებობაზე, ნათლად გვაჩვენებს, რომ სასამართლო ხელისუფლება საქართველოში, როგორც დამოუკიდებელი შტო, არ არსებობს და ის თავიდან ბოლომდე ასრულებს რეჟიმის დავალებებს“, - განაცხადა გიორგი მელაშვილმა.

გიორგი მელაშვილმა გადაცემაში თვითმმართველობის არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვერ ხედავს არჩევნებში მონაწილეობის აზრს მანამ, სანამ არ გაეცემა მთავარ კითხვას პასუხი: „რა ხდება იმ შემთხვევაში თუ პარტიები იღებენ მონაწილეობას არჩევნებში და „ოცნება“ აყალბებს?“

„თვითმმართველობის არჩევნებზე რა კითხვებიც მქონდა, ისევ მაქვს. რა ხდება იმ შემთხვევაში თუ პარტიები იღებენ მონაწილეობას და „ოცნება“ აყალბებს? ამ კითხვაზე მე პასუხი არ მიმიღია, არ მომისმენია, ყოველ შემთხვევაში ისეთი, რომელიც მოტივაციას აამაღლებდა ამ არჩევნებთან დაკავშირებით. სანამ ამ კითხვებზე პასუხი არ მექნება, ვერ ვხედავ არჩევნებში მონაწილეობის აზრს.

„ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ მიუახლოვდეს წითელ ხაზებს, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის არსებობს. ჩვენ ვხედავთ, რომ პროტესტი ვერ გატეხეს მიუხედავად უამრავი დრაკონული კანონისა, რომელიც მიიღეს, მიუხედავად ჯარიმებისა და იმისა, რომ ადამიანებს უსწორდებოდნენ. ამ ყველაფრის მიუხედავად წინააღმდეგობა არსებობს და ეს წინააღმდეგობა პირიქით იზრდება“, - განაცხადა გიორგი მელაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა