რუსებმა უკრაინას 550 დრონით და რაკეტით შეუტიეს

რუსებმა უკრაინას 550 დრონით და რაკეტით შეუტიეს, 478 სამიზნე განეიტრალდა, თუმცა, დარტყმები 8 ლოკაციაზე განხორციელდა, ნამსხვრევები კი 33 ადგილას ჩამოვარდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით Shahed-ისა და სხვა ტიპის 539 დრონი, Х-47 М2 ტიპის „კინჟალის“ რაკეტა, „ისკანდერ М/KN-23“ ტიპის 6 ბალისტიკური რაკეტა და „ისკანდერ-K“ ტიპის 4 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს.

საჰაერო ძალებმა „ისკანდერ-K“ ტიპის ორი ფრთოსანი რაკეტისა და 268 დრონის ჩამოგდება მოახერხეს. 208 დრონი კი ლოკალურად დაიკარგა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო