ვოლოდიმირ ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე - ზეწოლის გარეშე რუსეთი არ შეცვლის დესტრუქციულ ქცევას, ადამიანების წინააღმდეგ ყოველი ასეთი დარტყმისთვის მათ უნდა იგრძნონ შესაბამისი სანქციები და სხვა დარტყმები

რუსეთი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მისი განზრახვა ომისა და ტერორის დასრულება არ არის. კიევში საჰაერო თავდასხმის განგაში მხოლოდ დღეს, დილის 9 საათზე დასრულდა. ეს იყო სასტიკი, უძილო ღამე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენს ქალაქებსა და რეგიონებში საჰაერო თავდასხმის განგაში და მედიაში ინფორმაცია პრეზიდენტ ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ თითქმის ერთდროულად გავრცელდა. რუსული დარტყმის მთავარი სამიზნე დედაქალაქი იყო. ჩვენმა მეომრებმა მოახერხეს 270 საჰაერო სამიზნის ჩამოგდება, კიდევ 208 დრონი რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემით დაბლოკეს. დრონების გამანადგურებლებმა დაიწყეს მოქმედება - ათობით დრონი ჩამოაგდეს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ქალაქებისთვის თავდაცვის ამ ელემენტის განვითარებისთვის. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა განაგრძონ ჩვენი მხარდაჭერა ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვაში. Patriot-ები და მათი რაკეტები სიცოცხლის ნამდვილი დამცველები არიან“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, დღევანდელმა რუსულმა დარტყმამ დააზარალა არა მხოლოდ დედაქალაქი კიევი, არამედ დნიპროს, სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვისა და კიევის ოლქებიც და ამ დროისთვის ცნობილია 23 დაშავებულის შესახებ.

„ეს ყველაფერი ნათელი დასტურია, რომ ჭეშმარიტად ფართომასშტაბიანი ზეწოლის გარეშე, რუსეთი არ შეცვლის თავის სულელურ, დესტრუქციულ ქცევას. ადამიანებისა და ადამიანების სიცოცხლის წინააღმდეგ ყოველი ასეთი დარტყმისთვის, მათ უნდა იგრძნონ შესაბამისი სანქციები და სხვა დარტყმები მათი ეკონომიკის, შემოსავლებისა და ინფრასტრუქტურისთვის. ეს არის ერთადერთი, რისი სწრაფად მიღწევაც შესაძლებელია სიტუაციის უკეთესობისკენ შესაცვლელად და ეს დამოკიდებულია ჩვენს პარტნიორებზე, პირველ რიგში, შეერთებულ შტატებზე“, - აცხადებს ზელენსკი.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა