მაია ბითაძე - ჩვენ ვაპროტესტებდით იმ ცვლილებებს რეზოლუციის პროექტში, რომელიც ჯო უილსონის მხრიდან იქნა ინიცირებული - ბუნებრივია, მხარი არ დაგვიჭერია ამ შესწორებებისთვის და მხარი აღარ დავუჭირეთ მთლიან რეზოლუციასაც

სამარცხვინო სიცრუეა და ვფიქრობ, სწორედ ამიტომ არის საჭირო, არსებობდეს კანონი ცილისწამების შესახებ, რომლითაც ასეთი სიცრუეები, რომელიც ამ შემთხვევაში, მიზნად ისახავს მთელი ერის შეცდომაში შეყვანას, იქნეს მხილებული. ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ძალიან მავნებლურ ტყუილთან, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ქართულმა მხარემ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა.

ბითაძის განცხადებით, საქართველოს დელეგაცია სწორედ იმიტომ გამოირჩეოდა მკაცრი განცხადებებით, რომ ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ რეზოლუციის პროექტში ინიცირებულ ცვლილებებს აპროტესტებდა. შესაბამისად, მისივე განმარტებით, ქართულმა მხარემ, მთლიან რეზოლუციასაც აღარ დაუჭირა მხარი.

„ბუნებრივია, ჩვენი დელეგაცია სწორედ იმიტომ გამოირჩეოდა მკაცრი განცხადებებით როგორც საკომიტეტო მოსმენებზე, ისე პლენარულ სესიაზე, რომ ჩვენ ვაპროტესტებდით სწორედ იმ ცვლილებებს რეზოლუციის პროექტში, რომელიც ჯო უილსონის მხრიდან იქნა ინიცირებული და მხარდაჭერილი ერთ კლუბად შეკრული გარკვეული დელეგაციების მხრიდან, რომლებსაც საკმაოდ მაღალი რაოდენობის ხმები ჰქონდათ სხვა წევრებთან შედარებით და ბუნებრივია, ჩვენ მხარი არ დაგვიჭერია ამ შესწორებებისთვის და ამ შესწორებების გამო, სამწუხაროდ, მხარი აღარ დავუჭირეთ მთლიან რეზოლუციასაც კი, რაც ამ შემთხვევაში, ძალიან სამწუხაროა. ეს არის მტკნარი ტყუილი, რომელიც, კიდევ ერთხელ, მიზნად ისახავს მათ შორის დისკრედიტაციას იმ წარმატებული შენატანისა თვითონ რეზოლუციის ტექსტში, რომელიც ჩვენი დელეგაციის მხრიდან იქნა მოთხოვნილი და შეტანილი. ვგულისხმობ სირიის ახალი ხელისუფლების მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან გაწვევას“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის