„საგზაო ინფრასტრუქტურის ასოციაციის“ თავმჯდომარე - 2024 წელს ავარიის შედეგად 101 ქვეითი გარდაიცვალა, 2025 წლის პირველ კვარტალში კი - 50 - საჭიროა, ურბანული სიჩქარეები დაბალანსდეს, სიჩქარეზე ვიდეოჯარიმები კი ქულებს მიებას

2024 წელს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 101 ფეხით მოსიარულე გარდაიცვალა, ხოლო 2025 წლის პირველ კვარტალში 50 - ფაქტობრივად, გამოდის რომ წელს, სამი თვის განმავლობაში, ყოველი მეორე ფეხით მოსიარულე გარდაიცვალა - ამის შესახებ „საგზაო ინფრასტრუქტურის ასოციაციის" თავმჯდომარე, ირაკლი იზორიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მარტო სანქციების გამკაცრებით ვერ მოხერხდება სიცოცხლის გადარჩენა, კერძოდ, უნდა მოხდეს ურბანული სიჩქარეების დაბალანსება, აუცილებელია ქულათა სისტემის გადახედვა და ის, რომ ვიდეოჯარიმები სიჩქარეზე ქულებს მიებას.

„2024 წელს 101 ფეხით მოსიარულე გარდაიცვალა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად, ხოლო 2025 წლის პირველ კვარტალში 50. ფაქტობრივად, გამოდის რომ წელს, სამი თვის განმავლობაში, ყოველი მეორე ფეხით მოსიარულე გარდაიცვალა. ძალიან არის გაზრდილი ამ მიმართულებით სტატისტიკა. წლებია ვაკვირდებით ფეხით მოსიარულეების პრობლემებს და წლიდან წლამდე იმატებს. აღსრულების კომპონენტი ძალიან სუსტი იყო ამ მიმართულებით.

2019 წელს იყო მაღალი აღსრულება. დაახლოებით 33 000 ფეხით მოსიარულე დაჯარიმდა საქართველოს მასშტაბით. ამ მაჩვენებელმა წლების განმავლობაში დაიკლო. 2024 წლის მონაცემებით, 2300-მდე ჩამოვიდა. 2025 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, მხოლოდ 58 ადამიანია დაჯარიმებული, როდესაც 3 თვეში 50 ადამიანი დავკარგეთ. აუცილებელი გახდა კანონმდებლობა გამკაცრებულიყო. სანქციების ასე გახუთმაგება მიზანშეწონილი არ იყო, მარტო სანქციების გამკაცრებით ვერ მოვახერხებთ სიცოცხლის გადარჩენას, მთელი რიგი მიმართულებაა, რაც გამოიხატება იმაში, რომ უნდა მოხდეს ურბანული სიჩქარეების დაბალანსება. აუცილებელია ქულათა სისტემის გადახედვა, ვიდეოჯარიმები სიჩქარეზე ქულებს უნდა მიებას, მძღოლებს ქულები უნდა აკლდებოდეთ“,- აღნიშნა იზორიამ მედიჰოლდინგ „კვირაში“.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო