ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს. დღევანდელ პროცესზე, ადვოკატების მიერ წარდგენილი მოწმე, „ბათუმელების“ რედაქტორი ეთერ თურაძე გამოიკითხება.

ამასთან, სასამართლო პროცესზე მტკიცებულების ვიდეო-მასალის განხილვა მოხდება.

სასამართლო პროცესის პარალელურად, სასამართლოს შენობასთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერები არიან შეკრებილი. ისმის შეძახილები: „თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მოწმეთა გამოკითხვა უკვე დასრულდა.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო