ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის საგარეო მინისტრები კიევზე თავდასხმას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ „კრემლში მყოფ ჯალათს მხოლოდ ომი სურს“ და რუსეთის ტყუილსა და სისასტიკეს საზღვარი არ აქვს

რუსეთი დეესკალაციის ნიშნებს არ ავლენს - მხოლოდ დაუნდობელ სიმტკიცეს იჩენს უკრაინის ქალაქებისა და უდანაშაულო ადამიანების განადგურების მიზნით, - ასე ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ მასიურ თავდასხმას.

მისი თქმით, რუსეთმა კიევზე კიდევ ერთი სასტიკი თავდასხმა განახორციელა და 550 დრონით და რაკეტით მიზანში ამოიღო უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები და მათი სახლები.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რუსეთზე ზეწოლის გაზრდა უფრო მკაცრი სანქციებით და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების უფრო სწრაფი მიწოდების გზით. აგრესიას ფასი უნდა ჰქონდეს“, - წერს მარგუს ცაჰკნა სოციალურ პლატფორმა X-ზე.

კიევზე თავდასხმას ეხმაურება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კიასტუტის ბუდრისიც, რომლის თქმითაც რუსეთის ტყუილსა და სისასტიკეს საზღვარი არ აქვს.

„რუსეთის ტყუილსა და სისასტიკეს საზღვარი არ აქვს. ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ სულ რაღაც რამდენიმე წამში კრემლმა ყველაზე მძიმე საჰაერო თავდასხმა განახორციელა. ვითხოვთ ევროკავშირის მე-18 სანქციების პაკეტის დაუყოვნებლივ მიღებას, მათ შორის ნავთობის ფასების ზედა ზღვრის შემცირებას და სამხედრო მხარდაჭერის გაზრდას, რათა უკრაინამ შეძლოს თავისი სუვერენიტეტის დაცვა და ამ ბარბაროსული აგრესიის დამარცხება“, - წერს ბუდრისი.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბაიბა ბრაჟეს განცხადებით, რუსეთის თავდასხმა კიევზე, რომლის სამიზნეც უდანაშაულო ადამიანები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო, იმის დასტურია, რომ კრემლში მყოფ ჯალათს მხოლოდ ომი სურს.

„უკრაინის თავდაცვის მაქსიმალური მხარდაჭერა, შორ მანძილზე სროლის შესაძლებლობა, რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციები და საერთაშორისო ერთიანობაა საჭირო ამ ჯალათის შესაჩერებლად“, - წერს ბაიბა ბრაჟე.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია