პაატა მანჯგალაძე - ეუთო-ს რეზოლუციაზე „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება აჩვენებს, როგორი პატრიოტები არიან და როგორ ესმით პატრიოტიზმი - ასე გაცვალეს სამშობლო ძალაუფლებაზე და კიდევ ერთხელ უღალატეს საქართველოს

ეს [რეზოლუცია] იყო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი ღია და პირდაპირი მხარდაჭერა, „ქართულმა ოცნებამ" კი ამას მხარი არ დაუჭირა. რატომ? - იმიტომ, რომ იმავე რეზოლუციაში ეწერა, რომ საქართველოში დემოკრატია და თავისუფალი არჩევნებია საჭირო,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა, რომელსაც „ქართული ოცნების“ დელეგაციამ მხარი არ დაუჭირა.

პაატა მანჯგალაძის თქმით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დეკლარაციაში, საუბარი იყო სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - ცხინვალისა და აფხაზეთის არ აღიარებაზე.

„როგორი კოჭლი და პრიმიტიულია სახელისუფლებო პროპაგანდა. საერთოდ როგორ ახსენებენ ეუთო-ს რეზოლუციას ან ამ საკითხზე რა სიუჟეტები და განცხადებები უნდა გააკეთონ მაშინ, როცა ფაქტი ერთია, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც სირიას მოუწოდა, ცხინვალისა და აფხაზეთის საქართველოს ნაწილად აღიარება.

ეს იყო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი ღია და პირდაპირი მხარდაჭერა. „ქართულმა ოცნებამ" კი ამას მხარი არ დაუჭირა. რატომ? - იმიტომ, რომ იმავე რეზოლუციაში ეწერა, რომ საქართველოში დემოკრატია და თავისუფალი არჩევნებია საჭირო.

ასე გაცვალეს სამშობლო ძალაუფლებაზე და კიდევ ერთხელ უღალატეს საქართველოს. ეუთო-ს რეზოლუციაზე „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება აჩვენებს, როგორი პატრიოტები არიან და როგორ ესმით სინამდვილეში პატრიოტიზმი“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია