მოძრაობა „დაფიონი“ - ბრძოლა არ არის ის, რაც „ლელომ“ გააკეთა, ეს ღალატია, როცა ბრძოლის დროს ხალხს ღალატობ, შენ უკვე აღარ ხარ ოპოზიცია, შენ ხარ პოზიცია, თან სამარცხვინო -  არ წახვიდე არჩევნებზე, რომელსაც სამართლიანობის შანსი არ აქვს

ბრძოლა არ არის ის, რაც „ლელომ“ გააკეთა. ეს ღალატია, პირდაპირი მნიშვნელობით - არ წახვიდე არჩევნებზე, რომელსაც არანაირი შანსი არ აქვს სამართლიანობის, - ასე ეხმაურება მოძრაობა „დაფიონი“ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესახებ.

„დაფიონი“ განცხადებას „ფეისბუქზე“ ავრცელებს.

„ვუერთდებით! ბრძოლა არ არის ის, რაც „ლელომ“ გააკეთა. ეს ღალატია, პირდაპირი მნიშვნელობით. ბრძოლა იმართება ციხის კედლებს მიღმა, ქუჩებში, სასამართლოებზე და ხმაში, რომელიც არ გაჩუმებულა და არც გაჩუმდება!

ჩვენი მხარდაჭერა მხოლოდ მათ, ვინც მართლა იბრძვის! ბოიკოტი თვითმმართველობის არჩევნებს! არ წახვიდე არჩევნებზე, რომელსაც არანაირი შანსი არ აქვს სამართლიანობის. როცა ბრძოლის დროს ხალხს ღალატობ, შენ უკვე აღარ ხარ ოპოზიცია, შენ ხარ პოზიცია, თან სამარცხვინო პოზიცია. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“,- ნათქვამია განცხადებაში.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო