შს მინისტრის მოადგილე - მირზა კეზევაძე არავის გაუშვია სამსახურიდან, საკუთარი სურვილით მიმართა მინისტრს და წავიდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, მირზა კეზევაძემ სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

მისივე თქმით, მირზა კეზევაძე „არავის გაუშვია სამსახურიდან“.

„ბატონი მირზა კეზევაძე არავის გაუშვია სამსახურიდან. მან საკუთარი სურვილით მიმართა მინისტრს და ის წავიდა სამსახურიდან. არანაირ გაშვებას არ ჰქონია ადგილი, საკუთარი სურვილით დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგები“, -აღნიშნა დარახველიძემ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო