ბადრი ჯაფარიძე - სწორი და დროული იყო რომ ახალგაზრდების დატუსაღებას „ლელო-ძლიერმა საქართველომ“ უპასუხა მტკიცე რწმენით და გაბედული ნაბიჯით მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით - მზად ვართ, შევიდეთ უთანასწორო ბრძოლაში მათი უფლებების დასაცავად

სწორი და დროული იყო რომ ახალგაზრდების დატუსაღებას კოალიცია „ლელო-ძლიერმა საქართველომ“ უპასუხა მტკიცე რწმენით და გაბედული ნაბიჯით მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით-ჩვენ მზად ვართ, შევიდეთ უთანასწორო ბრძოლაში მათი უფლებების დასაცავად,- ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ მთავარ მიზანს ასევე წარმოადგენს პროდასავლურ ეროვნულ პოლიტიკურ ძალებს შორის განხეთქილების ხელშეწყობა და დაპირისპირების პროვოცირება.

„პოლიტიკური პატიმრების სიმრავლე და მათ შორის პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობის საპყრობილეში გამომწყვდევა ემსახურება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ მთავარ მიზანს - ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა ხელი ჩაიქნიონ, დაკარგონ დადებითი ცვლილებების იმედი და შეწყვიტონ წინააღმდეგობა, რის შედეგადაც „ქართული ოცნება“ დაუბრკოლებლად მოიპოვებს სრულ ერთპარტიულ კონტროლს ყველა ინსტიტუციაზე, მმართველობით ორგანოსა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზეც კი.

ამიტომ, აბსოლუტურად სწორი და დროული იყო რომ ახალგაზრდების დატუსაღებას კოალიცია „ლელო-ძლიერმა საქართველომ“ უპასუხა მტკიცე რწმენით და გაბედული ნაბიჯით მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით.

ჩვენ მზად ვართ, შევიდეთ უთანასწორო ბრძოლაში მათი უფლებების დასაცავად.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთ მთავარ მიზანს ასევე წარმოადგენს პროდასავლურ ეროვნულ პოლიტიკურ ძალებს შორის განხეთქილების ხელშეწყობა, დაპირისპირების პროვოცირება და სწორედ ამ მზაკვრულ მიზანს ემსახურება ის ბოლო განცხადება, რომელიც მათ გაავრცელეს მიხეილ ყაველაშვილის სახელით.

ცხადია, რომ „ქართული ოცნების“ ნებისმიერ ამგვარ მცდელობას ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ძალისხმევის გაერთიანებით და ერთობით და იქ სადაც, ამას ვერ ვაღწევთ ერთმანეთის პოზიციების პატივისცემით!

თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს! - წერს ბადრი ჯაფარიძე.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის