პაატა მანჯგალაძე - მოძალადე რეჟიმის პირობებში არავინ არის დაცული, მათ შორის ის ადამიანებიც, რომლებსაც დიდი როლი აქვთ რეჟიმის ამ სახით ფორმირებაში

გუშინ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავების ფაქტი და დღეს რიჟვაძის მძიმე შემთხვევა ნათლად აჩვენებს, რომ მოძალადე რეჟიმის პირობებში არავინ არის დაცული - მათ შორის ის ადამიანებიც, რომლებსაც დიდი როლი აქვთ რეჟიმის ამ სახით ფორმირებაში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ეს არის რუსული მმართველობის ფორმა სადაც ძალაუფლების შენარჩუნების გზაზე არავის ინდობენ.“

„გუშინ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავების ფაქტი და დღეს რიჟვაძის მძიმე შემთხვევა ნათლად აჩვენებს, რომ მოძალადე რეჟიმის პირობებში არავინ არის დაცული. მათ შორის ის ადამიანებიც რომლებსაც დიდი როლი აქვთ რეჟიმის ამ სახით ფორმირებაში.

სწორედ ეს არის რუსული მმართველობის ფორმა სადაც ძალაუფლების შენარჩუნების გზაზე არავის ინდობენ.

რუსეთშიც იჭერენ და ფანჯრიდან ცვივა ის ადამიანები, რომლებიც სისტემას ემსახურებიან, იცით რატომ? - იმიტომ რომ იქ ადამიანს, მის სიცოცხელს, ღირსებას, თავისუფლებას არანაირი ფასი არ აქვს.

ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის მოქალაქის პირად უსაფრთხოებასა და მშვიდობასთან სასიცოცხლოდ დაკავშირებული საკითხი.

სწორედ ამიტომ პოლიტიკაში არ ვერევი კი არა, რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოვაშოროთ მოძალადე რეჟიმი საქართველოს“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს