იემენელი „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ ისრაელის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია განახორციელეს

იემენელი „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ ჰიპერბგერითი რაკეტებით და უპილოტო თვითმფრინავებით ისრაელის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია განახორციელეს.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმა სამი რაკეტით და რვა უპილოტო თვითმფრინავით განხორციელდა, რომლის სამიზნე ისრაელის სამი აეროპორტი იყო.

„ჰუსიტების“ წარმომადგენლის თქმით, საჰაერო თავდაცვამ წარმატებით გაუძლო იემენის წინააღმდეგ “სიონისტურ აგრესიას” და ჩაშალა მისი გეგმა, რომელიც იემენის რამდენიმე ქალაქზე თავდასხმას ითვლისწინებდა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026