ამომრჩეველთა უფლებების დაცვის რუსული საზოგადოებრივი მოძრაობა „გოლოსი“ საქმიანობას წყვეტს

ამომრჩეველთა უფლებების დაცვის რუსულმა საზოგადოებრივმა მოძრაობამ, „გოლოსმა“ საქმიანობა შეწყვიტა, - შესაბამის განცხადებას მისი მენეჯმენტი აქვეყნებს.

„მადლობა ყველას, ვინც მრავალი წლის განმავლობაში თავისი დრო და ენერგია დაუთმო იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში ეფექტური ინსტიტუტები და სამართლიანი არჩევნები ყოფილიყო. „გოლოსის“ მიზანი არასდროს ყოფილა ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის გამარჯვება, რადგან არჩევნებზე დაკვირვება არ არის პოლიტიკური საქმიანობა, არამედ რუსეთის კონსტიტუციური წესრიგისა და სახელმწიფოს მიერ გარანტირებული მოქალაქეების უფლებების დაცვის საშუალებაა“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საქმიანობის შეწყვეტის გადაწყვეტილება „გოლოსის“ თანათავმჯდომარის, გრიგორი მელკონიანცის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით მიიღეს, რომელიც მაისში მოსკოვის ბასმანიის სასამართლომ გამოიტანა: საერთო რეჟიმის კოლონიაში თავისუფლების ხუთი წლით აღკვეთა რუსეთში „არასასურველი“ არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზების ბრალდებით.

„სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არჩევანს არ ტოვებს, რადგან ის სისხლისსამართლებრივი დევნის რისკის ქვეშ აყენებს არა მხოლოდ „გოლოსის“ ყველა მონაწილეს, არამედ იმ ადამიანებსაც კი, ვინც უბრალოდ კონსულტაცია და იურიდიული დახმარება ითხოვა“, - განმარტავენ ორგანიზაციაში.

მათი მტკიცებით, გრიგორი მელკონიანცის დაპატიმრებას მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა - „გოლოსის“ გაჩუმება.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის