აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმის მოწმე პოლიციელის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო, თუმცა ნივთის მსროლელი არ დაუნახავს

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 პირის საქმის მოწმე პოლიციელის ჩვენების მიხედვით, მას აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო.

ლოლაძე ამ წუთებში სასამართლოში ჩვენებას აძლევს. მას საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს.

როგორც ის აცხადებს, 3 დეკემბერს 9 აპრილის ქუჩაზე იმყოფებოდა.

„აქცია თავიდან მშვიდ რეჟიმში მიმდინარეობდა - 40 წუთი, 1 საათი, შემდეგ აქციის მონაწილეები პოლიციელების მისამართით გახდნენ აგრესიულები, ქვებს, ფილებს, პლასტმასის ბოთლში ჩაყრილი ქვიშას ისროდნენ, იყო მოწოდებები, გაეგრძელებინათ პოლიციის მიმართ აგრესია, შემდეგ გდდ-ს თანამშრომლები მოვიდნენ და ჩაგვანაცვლეს.

შემდეგ ისევ რუსთაველის ქუჩაზე ჩამოვედით, გდდ-ს თანამშრომლების უკან განვთავსდით, ქვები აყრილი, ნაგვის ურნები დამწვარი, ასევე სხვადასხვა ნივთი დაზიანებული იყო. ისევ იყო აგრესია, მძიმე საგნების და ქვების სროლა ჩვენ მიმართ, ისროდნენ პიროტექნიკას, როცა ნასროლ საგნებს ვიცილებდით, ე.წ. პულივიზატორის ბოთლი მომხვდა, ჩემმა თანამშრომელმა სამსახურებრივი მანქანით გამიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში.

აქციის მონაწილეების მიერ ნასროლი ნივთი მომხვდა, როცა მომხვდა და მოვტრიალდი, ჩემს ფეხთან დაეცა, კეფის არეში მომხვდა",- განაცხადა ლოლაძემ.

მისივე თქმით, ის ნივთის მსროლელს ვერ დაინახავდა, ვინაიდან ბევრი ხალხი იყო და იმ მომენტში ნასროლ ნივთებს იცილებდა. ლოლაძის თქმით, როცა ნივთი მოხვდა, მის ასაცილებლად აქციის მონაწილეებთან ზურგით იყო შეტრიალებული.

ადვოკატ გუჯა ავსაჯანიშვილის კითხვაზე,

„შესაბამისად, არც იმას გამორიცხავთ, რომ მსროლელი შეიძლებოდა მოქალაქე არ ყოფილიყო“, პოლიციელმა ასე უპასუხა - „კი ბატონო".

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია